სოფლის მეურნეობის ანალიზი


მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა რეგიონის სოფლის მეურნეობაში საკუთრებითი ურთიერთობების მხრივ. შესაბამის პერიოდში საკარმიდამო ნაკვეთების შევსებამ და ბოლო წლებში განხორციელებულმა მასშტაბურმა პრივატიზაციამ მნიშვნელოვნად შეცვალა თანაფარდობა კერძო და სახელმწიფო სექტორს შორის. 2009 წლის მონაცემებით სასოფლო-სამეურნეო სავარგულების 33.6 პროცენტი ანუ 90 213 ჰექტარი იმყოფება კერძო საკუთრებაში. რეგიონის სამეურნეო სავარგულის განაწილება საკუთრების ფორმებისა და ტერიტორიული ერთეულების მიხედვით

მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა რეგიონის სახნავი სავარგულის განაწილებაში დღეისათვის კერძო საკუთრებაშია რეგიონის სახნავი სავარგულის 78.9 პროცენტი ანუ 55 362.5 ჰექტარი. ფერმერებზე იჯარით გაცემულია სახნავი სავარგულის 4.3 პროცენტი ხოლო სახელმწიფო საკუთრებაშია 14 796.8 ჰექტარი. რეგიონის სახნავი სავარგულის განაწილება საკუთრების ფორმებისა და ტერიტორიული ერთეულების მიხედვით .
მსგავსი ცვლილებები განხორციელდა მრავალწლიანი კულტურების განაწილებაში, რის შედეგადაც კერძო სექტორშია მოქცეული რეგიონის მრავლწლიანი ნარგავების 62.4 პროცენტი ანუ 27455 ჰექტარი. სახელმწიფო სექტორში რჩება 16518.3 ჰექტარი ანუ მთელი მრავალწლიანი ნარგავების 37.5 პროცენტი. მათ შორის თითქმის 10 ათასი ჰექტარზეა გაველურებული ჩაის ნარგავები. რეგიონის მრავალწლიანი კულტურების განაწილება საკუთრების ფორმებისა და ტერიტორიული ერთეულების მიხედვით 2009 წლის 1 იანვრის მდგომარეობით
ამასთან უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რეგიონის სათიბი და საძოვარი სავარგულის თითქმის 100 პროცენტი მოდის სახელმწიფო სექტორზე რეგიონის სათიბი და საძოვარი სავარგულის განაწილება საკუთრების ფორმების და ტერიტორიული ერთეულების მიხედვით .
რეგიონის სოფლის მეურნეობას გააჩნია, როგორც ექსტენსიური ისე ინტენსიური განვითარების შესაძლებლობა რაც გულისხმობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული და გამოუყენებელი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების, პრივატიზაციის გზით, ჩართვას სასოფლო-სამეურნეო წარმოების პროცესში. რეგიონის პრივატიზებული და საპრივატიზაციო სასოფლო-სამეურნეო სავარგულები მუნიციპალიტეტების მიხედვით
ყოველივე ზემოთაღნიშნულმა განაპირობა სოფლის მეურნეობის წარმოების მოცულობის ზრდა წლიდან წლამდე, რაზეც მეტყველებს ქვემოთ მოყვანილი დიაგრამა.