ახალგაზრდობა

1. საპრეზიდენტო პროგრამები:
• “პატრიოტი”
• “პრეზიდენტის საჩუქარი ბავშვებს”
• “ჩემი პირველი კომპიუტერი”
საპრეზიდენტო პროგრამა «პატრიოტი», მიზნად ისახავს პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას, სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღი თაობის აღზრდას.
აღნიშნულ პროგრამაში 2006 წელს მონაწილეობა მიიღო:
2650 მოსწავლემ და ახალგაზრდამ.
2007 წელს- 2440 მოსწავლემ და ახალგაზრდამ.
288 წელს აგვისტოში აღნიშნული პროგრამა შეწყდა რუსეთის არმიის საქართველოში შემოჭრის გამო.
საპრეზიდენტო პროგრამა - ერთდღიანი ექსკურსია «საჩუქარი ბავშვებს”
2006 წელს სამეგრელო_ ზემო-სვანეთის რეგიონიდან ბორჯომის პარკში გაემგზავრა 4500 მოსწავლე და ახალგაზრდა, ხოლო ჩოლოქის პარკში 4000 მოსწავლე და ახალგაზრდა.
პროგრამა ”პატრიოტის” ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში 2006 წელს გაიხსნა ბანაკი სქურში -მაღალმთიან კურორტ ”სქურის” ბაზაზე, წალენჯიხის რაიონი. თითოეული ნაკადის დროს ”სქურის” ბანაკი ღებულობს 305 ახალგაზრდასა და მოსწავლეს , სეზონის განმავლობაში 3000-მდე.
2007 წელს ზუგდიდის რაიონის შავიზღვისპირა სოფელ განმუხურში გაიხსნა ”პატრიოტთა” ბანაკი, რომელიც ერთი ნაკადის პერიოდში ღებულობდა - 625 მოსწავლესა და ახალგაზრდას.
განმუხურის ბანაკი რუსმა ოკუპანტებმა გადაწვეს ცნობილი აგვისტოს მოვლენების დროს. იგეგმება აღდგენა-რეკონსტრუქცია.