ახალგაზრდობა

სხვადასხვა საგანმანათლებლო, სასწავლო, ჯანმრთელობის, შემეცნებითი, დასვენებისა და საზოგადოებრივი ცხოვრების პოლიტიკის გატარება არის მიზანი იმ პროგრამების განხორციელებისა, რომელსაც ატარებს ჩვენი ქვეყანა და რომელიც აისახება სხვადასხვა განხორციელებულ პროგრამებში, ეს იქნება ცენტრალური თუ ადგილობრივი ბიუჯეტით განხორციელებული.

1. საპრეზიდენტო პროგრამები: 
• “პატრიოტი” 
• “პრეზიდენტის საჩუქარი ბავშვებს” 
• “ჩემი პირველი კომპიუტერი” 

საპრეზიდენტო პროგრამა «პატრიოტი», მიზნად ისახავს პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას, სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღი თაობის აღზრდას. 
აღნიშნულ პროგრამაში 2006 წელს მონაწილეობა მიიღო: 
2650 მოსწავლემ და ახალგაზრდამ. 
2007 წელს- 2440 მოსწავლემ და ახალგაზრდამ. 
288 წელს აგვისტოში აღნიშნული პროგრამა შეწყდა რუსეთის არმიის საქართველოში შემოჭრის გამო. 
საპრეზიდენტო პროგრამა - ერთდღიანი ექსკურსია «საჩუქარი ბავშვებს” 
2006 წელს სამეგრელო_ ზემო-სვანეთის რეგიონიდან ბორჯომის პარკში გაემგზავრა 4500 მოსწავლე და ახალგაზრდა, ხოლო ჩოლოქის პარკში 4000 მოსწავლე და ახალგაზრდა. 
პროგრამა ”პატრიოტის” ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში 2006 წელს გაიხსნა ბანაკი სქურში -მაღალმთიან კურორტ ”სქურის” ბაზაზე, წალენჯიხის რაიონი. თითოეული ნაკადის დროს ”სქურის” ბანაკი ღებულობს 305 ახალგაზრდასა და მოსწავლეს , სეზონის განმავლობაში 3000-მდე. 
2007 წელს ზუგდიდის რაიონის შავიზღვისპირა სოფელ განმუხურში გაიხსნა ”პატრიოტთა” ბანაკი, რომელიც ერთი ნაკადის პერიოდში ღებულობდა - 625 მოსწავლესა და ახალგაზრდას. 
განმუხურის ბანაკი რუსმა ოკუპანტებმა გადაწვეს ცნობილი აგვისტოს მოვლენების დროს. იგეგმება აღდგენა-რეკონსტრუქცია.