ზუგდიდის რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატა

ზუგდიდის რეგიონული სავაჭრო–სამრეწველო პალატა წარმოადგენს რეგიონში წარმომადგენლობით ბიზნესსაზოგადოებას, რომელიც აერთიანებს 130-მდე რეგისტრირებულ კომპანიას და ფირმას. პალატის მთავარი ამოცანაა წარმოადგინოს და დაიცვას თავის წევრთა ინტერესები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, ხელი შეუწყოს ქვეყანაში საბაზრო ეკონომიკის პრინციპების დამკვიდრებას, ეროვნული პროდუქციის პოპულარიზაციას, დაეხმაროს რეგიონის ბიზნესმენებს საკუთარი პროდუქციის შექმნასა და ახალი ბაზრების ათვისებაში, ასევე რეგიონს ინვესტიციების მოზიდვაში. 

ზუგდიდის რეგიონული სავაჭრო–სამრეწველო პალატა ფუნქციონირებს 1995 წლიდან. იგი მოქმედებს "საქართველო სავაჭრო–სამრეწველ პალატის შესახებ" საქართველოს კანონისა და საკუთარი წესდების შესაბამისად. 

სავაჭრო-სამრეწველო პალატების ფუნქციებში ასევე შედის: საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემა, საქონლის რაოდენობის ექსპერტიზა, გამოფენა-ბაზრობების მოწყობა, და სხვა. 
ზუგდიდის რეგიონული სავაჭრო–სამრეწველ პალატის მოქმედების ფარგლებად განსაზღვრულია სამეგრელო– ზემო სვანეთის მხარე, მასში შემავალი 8 რაიონი ფოთის გარდა. 
სამეგრელო–ზემო სვანეთის მხარეში განვითარებულია სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი მრეწველობა, მეცხოველეობა. 

2006 წლის მარტიდან ზუგდიდის რეგიონულ სავაჭრო-სამრეწველო პალატაში ფუნქციონირებს ბიზნესსაკონსულტაციო ქსელი საქართველოს ზუგდიდი კონსალტინგი. 


ზუგდიდის ბიზნესსაკონსულტაციო ცენტრი დაფუძნდა 2006 წლის 10 მარტს სავაჭრო - სამრეწველო პალატის ბაზაზე ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს - USAID -ის პროექტის (მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა) ფარგლებში საკონსულტაციო-საინფორმაციო ცენტრის სახით სახელწოდებით – “ზუგდიდი კონსალტინგი”. ჯგუფში გაერთიანებულია 6 სხვადასხვა პროფესიისა და კვალიფიკაციის ადამიანი. ცენტრის პროდუქტია მომსახურება, რომლის სახეებია: 

1.ტრეინინგ/სემინარები 
2.კონსულტაციები 
3.კვლევები 

ბიზნესის დაწყების და განვითარების ეტაპზე ცენტრი კლიენტებს სთვაზობს შემდეგ მომსახურეობებს: 

• ტრეინინგ-სემინარები: მენეჯმენტი, მარკეტინგი, ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური მენეჯმენტი, ბიზნესის დაგეგმარება, PR - მენეჯმენტი, საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირება. 
• კონსულტაციები: საგადასახადო, იურიდიული საკითხები, ბიზნესის დაგეგმარება, საკრედიტო მომსახურეობები და კრედიტის აღება 
• “ორის”-ის საბუღალტრო პროგრამის დისტრიბუცია და სწავლება. 
• ქონების საკუთრებაში გადაფორმების დოკუმენტაციის მომზადება და სერვისი 
• იპოთეკის დოკუმენტაციის მომზადება და მომსახურება მსესხებელთათვის 
• საგადასახადო დოკუმენტაციის მომზადება და პროცედურების მოგვარება 
• ბიზნეს გეგმის შედგენა და საგრანტო პროექტების მომზადება 
• იურიდიული პირების სარეგისტრაციო პაკეტის მომზადება და მომსახურება 
• სხვადასხვა სახის კვლევები 
• პოლიგრაფიული მომსახრება: სარეკლამო მასალების დიზაინი და ბეჭდვა. 
• დამწყები ბიზნესების საკონსულტაციო მომსახურება საგრანტო პროექტით. 
• ბუღალტრული კურსები. 
• საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული სარეგისტრაციო სისტემა. 

ზუგდიდის რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ბიზნესსაკონსულტაციო ცენტრი " ზუგდიდი კონსალტინგის" საკონტაქტო ინფორმაცია: 

საქართველო, ქ. ზუგდიდი 
რუსთაველის 87, 2100 
ტელ/ფაქსი: +995 315 5 19 50 
ელ–ფოსტა: zgcci@posta.ge zugdidi.bcc@rambler.ru  
www.bcng.ge