სოფლის მეურნეობის ანალიზი

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა. საბაზრო ურთიერთობების ფორმირების პირობებში ჩამოაყალიბა თავისუფალ ბაზარზე ორიენტირებული რეგიონის სოფლის მეურნეობა. ამასთან უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გეგმიანი ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა მეტად მტკივნეულად განხორციელდა, რაც ძირითადად განპირობებული იყო ერთის მხრივ, XX საუკუნის ბოლოს გატარებული არასწორი აგრალური პოლიტიკით და მეორე მხრივ, სირთულეებით რომელიც დაკავშიერებული იყო ცვლილებებით რეგიონის სოფლის მეურნეობის დარგობრივ სტრუქტურაში, რაც თავის მხრივ გამოწვეული იყო ტრადიციული ბაზრების დაკარგვით. ყოველივე ამან განაპირობა 1990-2009 წლებში რეგიონის სოფლის მეურნეობის დარგობრივი სტრუქტურის ცვლილება. მოცემულ პერიოდში საკრეფად ვარგისი ჩაის ფართობი შემცირდა 91%, ხოლო წარმოებული პროდუქციის მოცულობა 200-დან 1 მლნ. დოლარამდე შემცირდა. აღნიშნულ პერიოდში მარცვლეული კულტურების ფართობი 29.2 ათასი ჰექტრიდან 70.2 ათას ჰექტარამდე გაიზარდა, ასევე გაიზარდა 19.4 ათას ჰექტრამდე თხილის პლანტაციების ფართობი, თხილი გახდა რეგიონის სოფლის მეურნეობის ერთადერთი მსხვილი საექსპორტო პროდუქცია. გაჩნდა აგრეთვე ახალი კულტურები კივი და ფეიხო, რომელთა ფართობმა შესაბამისად შეადგინა 718.2 და 820.7 ჰექტარი. ამ ფართობებზე მოყვანილი კივი და ფეიხო თითქმის მთლიანად აკმაყოფილებს ქვეყნის მოსახლების მოთხოვნას. რეგიონში სასოფლო-სამეურნეო სავარგულების განაწილება ტერიტორიული ერთეულების მიხედვით 


მიუხედავად იმისა რომ რეგიონის მეცხოველეობის მნიშვნელოვანი ნაწილი კონცენტრირებული იყო ყოფილ საზოგადოებრივ სექტორში, კოლმეურნეობებსა და საბჭოთა მეურნეობებში, ამ უკანასკნელთა გაუქმების შემდეგ არ შემცირებულა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და ღორის სულადობა. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა 2009 წლის მონაცემებით შეადგენს 214913, ხოლო ღორისა 17217, ამ უკანასკნელის რაოდენობა ბოლო ორი წლის განმავლობაში მონტგომერის დავადების გავრცელების გამო მნიშვნელოვნად შემცირდა. რეგიონში მსხვილფეხა პირუტყვისა და ფრინველის განაწილება მუნიციპალიტეტების მიხედვით 


მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა რეგიონის სოფლის მეურნეობაში საკუთრებითი ურთიერთობების მხრივ. შესაბამის პერიოდში საკარმიდამო ნაკვეთების შევსებამ და ბოლო წლებში განხორციელებულმა მასშტაბურმა პრივატიზაციამ მნიშვნელოვნად შეცვალა თანაფარდობა კერძო და სახელმწიფო სექტორს შორის. 2009 წლის მონაცემებით სასოფლო-სამეურნეო სავარგულების 33.6 პროცენტი ანუ 90 213 ჰექტარი იმყოფება კერძო საკუთრებაში. რეგიონის სამეურნეო სავარგულის განაწილება საკუთრების ფორმებისა და ტერიტორიული ერთეულების მიხედვით 


მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა რეგიონის სახნავი სავარგულის განაწილებაში დღეისათვის კერძო საკუთრებაშია რეგიონის სახნავი სავარგულის 78.9 პროცენტი ანუ 55 362.5 ჰექტარი. ფერმერებზე იჯარით გაცემულია სახნავი სავარგულის 4.3 პროცენტი ხოლო სახელმწიფო საკუთრებაშია 14 796.8 ჰექტარი. რეგიონის სახნავი სავარგულის განაწილება საკუთრების ფორმებისა და ტერიტორიული ერთეულების მიხედვით . 

მსგავსი ცვლილებები განხორციელდა მრავალწლიანი კულტურების განაწილებაში, რის შედეგადაც კერძო სექტორშია მოქცეული რეგიონის მრავლწლიანი ნარგავების 62.4 პროცენტი ანუ 27455 ჰექტარი. სახელმწიფო სექტორში რჩება 16518.3 ჰექტარი ანუ მთელი მრავალწლიანი ნარგავების 37.5 პროცენტი. მათ შორის თითქმის 10 ათასი ჰექტარზეა გაველურებული ჩაის ნარგავები. რეგიონის მრავალწლიანი კულტურების განაწილება საკუთრების ფორმებისა და ტერიტორიული ერთეულების მიხედვით 2009 წლის 1 იანვრის მდგომარეობით 

ამასთან უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რეგიონის სათიბი და საძოვარი სავარგულის თითქმის 100 პროცენტი მოდის სახელმწიფო სექტორზე რეგიონის სათიბი და საძოვარი სავარგულის განაწილება საკუთრების ფორმების და ტერიტორიული ერთეულების მიხედვით . 

რეგიონის სოფლის მეურნეობას გააჩნია, როგორც ექსტენსიური ისე ინტენსიური განვითარების შესაძლებლობა რაც გულისხმობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული და გამოუყენებელი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების, პრივატიზაციის გზით, ჩართვას სასოფლო-სამეურნეო წარმოების პროცესში. რეგიონის პრივატიზებული და საპრივატიზაციო სასოფლო-სამეურნეო სავარგულები მუნიციპალიტეტების მიხედვით 

ყოველივე ზემოთაღნიშნულმა განაპირობა სოფლის მეურნეობის წარმოების მოცულობის ზრდა წლიდან წლამდე, რაზეც მეტყველებს ქვემოთ მოყვანილი დიაგრამა.